ერთწლიანი მუშაობის ანგარიში დეპუტატებს დღეს ბათუმის ბულვარის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმაც გააცნო. სოფო ლაზიშვილმა ძირითადად ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა, მათ შორის ბულვარის განაშენიანების გეგმაზე.
როგორც აღნიშნა, მათ ჰქონდათ შენიშვნები, რომლებიც კომპანიას გადაუგზავნეს და ახლა მათგან მეორე ეტაპს ელოდებიან.
სწორედ განაშენიანების გეგმით დაინტერესდნენ ოპოზიციაში, სადაც ამბობენ, რომ სხვა პრობლემებთან ერთად უმთავრესი კონცეფციაა.