ლევან ვასაძე თურქეთში გადაფრინდა, მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს - სოსო მანჯავიძე

24 ივნისი 2021, 13:34 1599 ნახვა

სოსო მანჯავიძის ინფორმაციით, ლევან ვასაძეს ბოლო თვეების განმავლობაში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, რის გამოც თურქეთში გადაფრინდა. ოჯახის გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი მოძრაობა ''ერის'' დამფუძნებელი სადიაგნოსტიკო ცენტრში კვლევებზე იმყოფება. 

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც ლევან ვასაძის შესაძლო, მოწამვლას უკავშირდებოდა, სოსო მანჯავიძე ამბობს, რომ ეს ვერსია არალერევანტურია. 

''რამდენიმე თვეა ლევანს  ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, საერთო მდგომარეობა გაუარესდა, რაც გამოხატულია სუნთქვის დამძიმებაში, სისძარღვთა სისტემაშია ალბათ მიზეზი, როცა ეს სიმპტომები არ ალაგდა, თურქეთში გადაფრინდა სადიაგნოსტიკო ცენტრში. აქ ზუსტი დიაგნოზი ვერ დაუსვეს და ოჯახმა გადაწყვეტილება მიიღო სტამბულში წასულიყო. გუშინ გადაფრინდა. იმედია მალე დაუბრუნდება თავის საქმიანობას. 

გავრცელებული ვერსია მოწამვლის შესახებ არ მიმაჩნია რელევანტურად. არ მგონია საქართველოში ასეთი პოლიტიკური ნება იყოს, რომ ადამიანი მიზანმიმართულად მოწამლონ, ღმერთმა დაგვიფაროს, რომ აქამდე მივიდეთ'' - განაცხადა მანჯავიძემ. 

თამილა ზოიძე
პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი