სახალხო დამცველის ანგარიში

23 ივნისი 2021, 17:44 732 ნახვა

ნინო ლომჯარიას ანგარიში პარლამენტში. სახალხო დამცველმა უკვე ისაუბრა რა გამოწვევებია ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების მხრივ,  რა ტიპის და რამდენად მასშტაბური იყო ეს პრობლემა გასულ წელს ქვეყანაში.  ირკვევა, რომ შარშან ათასობით საჩივარი და შეტყობინება შევიდა ცხელ ხაზზე სახალხო დამცველის აპარატში, რომლებიც ადამიანების უფლებების დარღვევას ეხებოდა. ანგარიშის მიხედვით,  ძირითადი მიგნებები ასეთია: ბავშთა უფლებრივი მდგომარეობა  ქვეყანაში დამძიმებულია. სწორედ მათი უფლებების მიმოხილვით დაიწყო ანგარიშის წარდგენა ომბუდსმენმა. თქვა, რომ პანდემიის პირობებში, უკიდურესად გაიზარდა ბავშვთა მიმართ ძალადობის, მათ შორის ბავშვთა სიღარიბის რისკები.  მიმოიხილა ფსიქიატრიულ და პენტინციურ დაწესებულებში არსებულ მდგომარეობაზე,  შეეხო ნინოწმინდის პანსიონის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებსაც.  მედიის ნაწილში კი ისაუბრა  აჭარის მაუწყებელზეც. ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ დაირღვა თანამშრომლების შრომითი უფლებები  და გამოიკვეთა დისკრიმინაციის ნიშნები. ამ წუთებში ომბუდსმენს  დეპუტატები შეკითხვებს უსვამენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი