მორიგი აქცია ძმები წულუკიძეების, ჭელიძეებისა და ელდარ ანთაძის მხარდასაჭერად. აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ შეიკრიბნენ.
ისინი 7-ვე დაკავებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ. ამასთან აქციის მონაწილეები დედაქალაქში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს საკითხთან დაკავშირებით უფრო მკაფიო პოზიციების დააფიქსირებისკენ მოუწოდებენ.