შარლ მიშელის დოკუმენტზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ხელმოწერის აუცილებლობაზე საუბრობენ ოპოზიციაში. მათი განცხადებით, პარლამენტში შესვლის შემდეგ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან დოკუმენტს ხელი ნაციონალურმა მოძრაობამაც უნდა მოაწეროს.
მმართველი გუნდი კი დარწმუნებულია, რომ პარტია ამ დათმობაზე მალე წავა და ნაციონალური მოძრაობა მიშელის დოკუმენტის ხელმომწერი გახდება. რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობის პასუხს, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა, რომ ამნისტიის კანონის ამოღების გარეშე მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერას არ აპირებენ.
მისივე განმარტებით, გადაწყვეტილება პოლიტიკურმა საბჭომ მიიღო და ამის შეცვლა მხოლოდ საბჭოს შეუძლია.