საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული ვითარება და ადამიანის უფლებების მხრივ არსებული გარემო - ეს საკითხები დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესთან ერთად განიხილა.
შეხვედრაზე, ასევე, ისაუბრეს გაეროს მნიშვნელოვან როლზე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში და საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებზე.