საპარლამენტო კონტროლი - კვლევის პრეზენტაცია და შეფასებები

16 ივნისი 2021, 15:15 1265 ნახვა

როგორ ასრულებენ საკუთარ მოვალეობას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები - "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" ბოლო 2 წლის მონიტორინგის შედეგები დეპუტატებს გააცნო.

კვლევაშია ნათქვამია, რომ პანდემიისგან გამოწვეული კრიზისის დროს, პარლამენტმა, ფაქტობრივად, უარი თქვა თავისი ფუნქციის შესრულებაზე. არ გააკონტროლა მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები, რომელიც უშუალოდ ეხება ადამიანის უფლებების შეზღუდვას. კვლევის შედეგად გამოვლენილ ძირითადად გამოწვევებში, აღნიშნულია, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს პარლამენტის კომიტეტებს არ ჩაუტარებიათ სხდომა, რომელიც შეეხებოდა საგანგებო მდგომარეობის პერიოდში მთავრობის საქმიანობის კონტროლს.

ორგანიზაციის რეკომენდაციაა პარლამენტის როლის გაძლიერება, მათი თქმით, საკანონმდებლო ორგანომ უნდა აიღოს მეტი პასუხისმგებლობა კრიზისულ სიტუაციებში ჩართულობის მიმართულებით და გაძლიერდეს ოპოზიციის როლიც, რაც ასევე შარლ მიშელის დოკუმენტის ერთ - ერთი შემადგენელი კომპონენტია.

საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს კვლევას დეპუტატებიც გამოეხმაურნენ. ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ პარლამენტის დაკნინებაში სდებს ბრალს, ამბობენ, რომ მმართველმა გუნდმა პარლამენტი უფუნქციოდ დატოვა. მათი თქმით, საკანონმდებლო ორგანოს მიმართ მთავრობის ანგარიშვალდებულება ნულოვანია, ხოლო რეგლამენტი ისეა აწყობილი, რომ ოპოზიციას რაც შეიძლება ნაკლები უფლება ჰქონდეს. 

პარლამენტის თავმჯდომარე კი ამბობს, რომ ახალი რეგლამენტით მინიჭებული ბერკეტები მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ, რაშიც ძალიან დიდი როლი პირველ რიგში დეპუტატებს, პოლიტიკურ ჯგუფებს და ფრაქციებს გააჩნიათ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი