გადაუღებელი წვიმების შედეგად თურქეთის დედაქალაქის რამდენიმე რაიონში ქუჩები, სახლები და ოფისები დაიტბორა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. უამინდობის გამო შეფერხდა სატრანსპორტო მოძრაობა. გადაიკეტა რამდენიმე ქუჩა. ერთ-ერთი რაიონი დაისეტყვა. მეტეოროლოგების თქმით, წვიმები კიდევ, სულ მცირე, 2 დღეს გაგრძელდება.