ტურისტული სეზონის გახსნამდე რამდენიმე საათი რჩება. მართალია პანდემია ჯერ კიდევ მძვინვარებს, თუმცა 2021-ის ზაფხული აჭარაში შარშანდელისგან განსხვავებული და ძველებურად მხიარული იქნება. რისკები გაწერილია, როგორ უნდა უმასპინძლოს რეგიონმა სტუმრებს, ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გარეშე. წელს ისევ იქნება მუსიკა და არაერთი ღონისძიება. ზაფხული აქ, ხვალ 12:00 საათზე დაიწყება.