ეუთოს გენერალური მდივანი საოკუპაციო ხაზთან

14 ივნისი 2021, 15:08 654 ნახვა

ეუთოს გენერალურმა მდივანმა საქართველოში ვიზიტი გამყოფი ხაზის მონახულებით დაიწყო. სოფელ ციცაგიაანთკარის მოსახლეობას ჰელგა მარია შმიდი და საქართველოში აშშ-ს ელჩი შეხვდა. მათ გამყოფი ხაზის სოფლებში ომით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე საპასუხოდ განხორციელებული პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს. 

ეუთოს ინფორმაციით, ჰელგა მარია შმიდი განიხილავს საქართველოსთან მიმდინარე და მომავალი თანამშრომლობის საკითხებს, ეუთოს მიერ საქართველოს მხარდაჭერას ორგანიზაციის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად და ეუთოს მონაწილეობას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში. 

ორდღიანი ვიზიტისას ჰელგა მარია შმიდი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, მთავრობის წევრებს, პარლამენტის დეპუტატებს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. ვიზიტის მნიშვნელობაზე განცხადებები გააკეთეს დეპუტატებმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში