ისევ პირბადე და ისევ დისტანცია კორონავირუსისგან თავის დასაცავად. ეს და ვაქცინაცია კვლავ ერთადერთი ბერკეტია კოვიდ 19-ის ჯაჭვის გასაწყვეტად. მიუხედავად იმის, რომ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი შედარებით იკლებს, არ იკლებს გარდაცვლილ პაციენტთა რიცხვი.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით 22 ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა 498 პაციენტი.