აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების განცხადება

11 ივნისი 2021, 09:36 115 ნახვა

სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, ქალბაჯარის რაიონის მიმართულებით ცეცხლი გაუხსნა, - ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, არცერთი აზერბაიჯანელი სამხედრო არ დაღუპულა, ან დაშავებულა.

ცნობისთვის, გუშინ განცხადება გაავრცელა სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ, სადაც აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანელი ჯარისკაცები 10 ივნისს კიდევ ერთხელ შეეცადნენ სასაზღვრო მონაკვეთში საინჟინრო საქმიანობა განეხორციელებინათ, სომხურმა ქვედანაყოფებმა კი საპასუხო ზომებს მიმართეს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი