ბათუმის “დინამო” VS “თელავი”

10 ივნისი 2021, 10:16 1761 ნახვა

დღეს "დინამო" ბათუმი ეროვნული ლიგის მე-16 ტურის შეხვედრას "თელავთან" ბათუმი არენაზე გამართავს. "დინამო" ბათუმი 15 ჩატარებული ტურის შემდეგ 31 ქულით მეორე პოზიციაზე იმყოფება და გამარჯვების შემთხვევაში გუნდი ჩემპიონატში პირველ პოზიციაზე გადაინაცვლებს.

რაც შეეხება "თელავს" 8 ქულა აქვს და ეროვნულ ლიგაში ბოლო ადგილზე იმყოფება.

დინამო ბათუმსა და თელავს შორის შეხვედრა, ბათუმი არენაზე 20 საათზე დაიწყება და მას პირდაპირ ეთერში საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია შემოგთავაზებთ, რის გამოც 20 საათიანი საინფორმაციო გამოშვება მთავარი ეთერში არ გავა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში