შუქრუთის მცხოვრებლებმა შიმშილობა შეწყვიტეს

10 ივნისი 2021, 10:59 963 ნახვა

ამერიკის საელჩოს წინ მყოფმა შუქრუთის მაცხოვრებლებმა, 30-დღიანი შიმშილობის შემდეგ პროტესტი შეწყვიტეს და საელჩოს მიმდებარე ტერიტორია დატოვეს. ისინი უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში კომპანია „ჯორჯიან მანგანეზთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ. როგორც იცით, აქციის მონაწილეთა ნაწილს შიმშილობის პარალელურად პირი ჰქონდა ამოკერილი.  ჯორჯიან მანგანეზის“ ცნობით, კომპანიის შეთავაზებას პროტესტის ყველა მონაწილე დაეთანხმა.

„ჯორჯიან მანგანეზმა“ განცხადება გაავრცელა, ციტატა: „შევთანხმდით, რომ ზიანის შეფასების შემთხვევაში შუქრუთელებს ექნებათ არჩევანის უფლება. ზიანის შეფასება განხორციელდეს არსებული მოდელით, რომლის შესახებ უკვე არსებობს ჩანაწერი სოფელს და კომპანიას შორის გაფორმებულ მემორანდუმში, ან მათივე მოთხოვნის მიხედვით ზიანის შეფასება უზრუნველყოს სამხარაულის ეროვნულმა ბიურომ.“

ცნობისთვის, სოფელ შუქრუთის 10 ოჯახის პროტესტი თბილისში, ამერიკის საელჩოსთან თერთმეტი დღის განმავლობაში გრძელდებოდა. ისინი ითხოვდნენ „ჯორჯიან მანგანეზის“ სამუშაოების შედეგად მათი დაზიანებული სახლების მდგომარეობის შეფასებას სამხარაულის ეროვნული ბიუროს ჩართულობით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში