ორჯერადად აცრილი პირებისთვის შეღავათების დაწესებაზე მსჯელობა გრძელდება - ამირან გამყრელიძე

08 ივნისი 2021, 13:12 1639 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ორჯერადად აცრილი პირებისთვის შეღავათების დაწესებაზე მსჯელობა მიმდინარეობს.

ამირან გამყრელიძის განმარტებით, სავარაუდოდ პრემიერთანაც იქნება ამ და სხვა საკითხებზე შეხვედრა.

მისივე თქმით, პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში ჯერ-ჯერობით სავალდებულო იქნება.

"საუბარია გარკვეული შეღავათების დაწესებაზე კომენდანტის საათთან მიმართებაში, ან პირბადესთან მიმართებაში, მაგრამ პირბადის ტარებაზე სანამ ქვეყანაში კუმულაციური, კრიტიკული მასა არ აიცრება უარს ვერ ვიტყვით"-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კოვიდვაქცინის ორივე დოზით საქართველოში 50 ათასზე მეტი ადამიანია აცრილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი