თამარ გაბუნიას განცხადებით, ჯანდაცვის მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ის ბინაზე აგრძელებს თვითიზოლაციას და მკურნალობას.
"როგორ კი მას ექნება PCR პასუხი უარყოფითი ის დაუბრუნდება სამუშაო გარემოს. ვაქცინის მეორე დოზას გაიკეთებს იმის მიხედვით თუ როგორი იქნება რჩევა და რეკომენდაციები. ახალი ინფექციის გადატანის შემდეგ ჩვენთან როგორც იცით მეორე დოზა არ კეთდება"-განაცხადა თამარ გაბუნიამ.
პირველ ივნისს ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.