ვითარება ნინოწმინდის პანსიონში

07 ივნისი 2021, 15:02 1096 ნახვა

ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გაყვანის პროცესი გრძელდება, შესაბამისად სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო თავშესაფარში  მესამე დღეა იმყოფება და აგრძელებს მუშაობას. უწყების ინფორმაციით, 20 არასრულწლოვანი თავშსაფრიდან უკვე გაყვანილია, მათ შორის შშმ პირები.

ამ ეტაპზე ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან გაყვანილია 20 ბენეფიციარი, მათ შორის შვიდი შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე არასრულწლოვანი. პანსიონში კიდევ 40  ბავშვი  რჩება. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით,  ბავშვები გადაანაწილეს სახელმწიფო ზრუნვის ალტერნატიულ სივრცეებში.  პარალელურად ადგილზე ვითარებას აფასებენ სოცმუშკები. 

უცნობია როდის გაიყვანენ და გაიყვანენ თუ არა  დარჩენილ ბენეფიციარებს თავშესაფრიდან.

გიორგი მიქელაძე
წამყვანი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი