ტურიზმის სექტორში დასაქმებულებისთვის ვაქცინაციის კაბინეტი ბათუმშიც გაიხსნება - ეკონომიკის მინისტრი

07 ივნისი 2021, 12:55 1320 ნახვა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ტურიზმის სექტორში დასაქმებული პირების ვაქცინაციისთვის ერთი კაბინეტი ბათუმშიც გაიხსნება. აქამდე მოქალაქეებს აცრის გასაკეთებლად თბილისში უხდებოდათ ჩასვლა. ისინი კაბინეტების სხვა რეგიონებში გახსნასაც ითხოვდნენ. 

მინისტრი ამბობს, რომ  საკითხთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად მუშაობენ. 

ნათია თურნავას თქმით, ტურიზმის სექტორში დასაქმებული პირების მხრიდან, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მოთხოვნამ მოლოდინს გადააჭარბა. უკვე რეგისტრირებულია 3000-მდე პირი.

''ვმუშაობთ ჯანდაცვის სამინისტროსთან, რომ არა მარტო თბილისში, ბათუმშიც გაიხსნას კაბინეტი და უახლოეს დღეებში ასეც მოხდება. თავიდან ჩვენ არ ვიცოდით რამდენად მაღალი იქნებოდა ინტერესი. ინტერესმა გადააჭარბა ყოველგვარ ზღვარს. რადგან აქტიური ტურისტული სეზონი დაწყებულია და ძალიან მიხარია, რომ არ სცალიათ დასაქმებულებს ჩამოვიდნენ თბილისში, ჩვენ მათ ხელს შევუწყობთ'' - განაცხადა მინისტრმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

ამინდი