ორი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მკვლელობა კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ სომხეთი თავის ვალდებულებას არ ასრულებს, - ამის შესახებ აზერბაიჯანის კულტურის მინისტრი ანარ კარიმოვი „ტვიტერში“ წერს. მინისტრი იუნესკო-ს მოუწოდებს, სომხეთისგან დანაღმული ველების რუკის გადაცემა მოითხოვოს. „ჟურნალისტები თავიანთი საქმიანობის გამო არ უნდა იღუპებოდნენ.
ქალბაჯარში ორი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მკვლელობა კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ სომხეთი თავის ვალდებულებას არ ასრულებს. იუნესკო-მ უნდა მოითხოვოს დანაღმული ველების რუკა სხვების სიცოცხლის გადასარჩენად,“- წერს ანარ კარიმოვი. ავტობუსი, რომელშიც ჟურნალისტები ისხდნენ, გუშინ ქალბაჯარის რაიონში ტანკსაწინააღმდეგო ნაღმზე აფეთქდა, რასაც 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.