პროკურატურასთან აქციაზე 9 დაკავებულიდან 5 ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

04 ივნისი 2021, 10:50 728 ნახვა

პროკურატურასთან მიმდინარე აქციაზე 9 აქტივისტი დააკავეს, მათგან 5 ხელწერილით გამოუშვეს.  დანარჩენი ოთხი კი ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. მათი სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.

ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფები ბრალს არ აღიარებენ.მოძრაობა სირცხვილიას ინფორმაციით, დაკავებისას პოლიციამ აქტივისტებს ფიზიკური დაზიანებები მიაყენა.

საგამოძიებო უწყებასთან სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, როცა ელენე ხოშტარიამ შენობაში შესვლა და ნინოწმინდის პანსიონის საკითხზე პროკურორებთან საუბარი მოითხოვა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი