დაძაბულობა აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე

02 ივნისი 2021, 17:47 775 ნახვა

აზერბაიჯანი სომხეთს საზღვრის დარღვევაში ადანაშაულებს.  აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სომხეთის შეიარაღებული ძალების დაახლოებით 40-მა წარმომადგენელმა საზღვარი დაარღვია და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ქალბაჯარის რაიონის სოფელ არმუდლუსთან შეაღწია.  შემთხვევა პირველ ივნისს, დაახლოებით 20:00 საათზე მოხდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ აზერბაიჯანული მხარის მიერ მიღებული ზომების შედეგად, სომეხმა სამხედროებმა თავდაპირველი პოზიციებისკენ დაიხიეს. „მათი გაძევების დროს იარაღი არ გამოუყენებიათ.  სომხეთის შეიარაღებული ძალების აზერბაიჯანის ტერიტორიაზე შეღწევა კიდევ ერთი პროვოკაციაა და ამაზე პასუხისმგებლობა მთლიანად სომხურ მხარეს ეკისრება“ - აღნიშნავენ აზერბაიჯანის თავდაცვით უწყებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი