პირამოკერილი შუქრუთელები პროტესტს განაგრძობენ

01 ივნისი 2021, 14:33 692 ნახვა

სოფელ შუქრუთის მოსახლეობისთვის ზიანის ახალი სტანდარტით ანაზღაურებას ითხოვს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“. მათი თქმით, კომპენსაციის წესი, რომელიც უნდა განისაზღვროს, მხარეების ინტერესებს უნდა აკმაყოფილებდეს და უნდა შედგეს კონკრეტული გრაფიკი.

ცენტრის წარმომდგენლის ცნობით, „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ გაკეთებული განცხადება, რომ კომპანია მზად არის მოსახლეობის ზარალი სამხარაულის ექსპერტიზამ შეაფასოს – არასწორია. მათივე ცნობით, აუცილებელია შუქრუთის მოსახლეობის პრობლემის მოგვარებაში სახელმწიფო ჩაერთოს და „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობის სტანდარტი შეიმუშაოს. ადგილობრივები უკვე 21-ე დღეა შიმშილობენ და ამერიკის საელჩოსთან არიან შეკრებილები, ისინი ელჩს დახმარებას სთხოვენ.

აქციაში მონაწილეთა ნაწილმა პირი ამოიკერა. მათი თქმით, ჭიათურაში კომპანია ჯორჯიან მანგანეზის სამუშაოების შედეგად სოფელს საძირკველი ეცლება და შედეგად მიწის ზედაპირზე არსებული მათი ნაგებობები ინგრევა, ან უკვე დაინგრა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი