ხელვაჩაურის სამკერვალო ფაბრიკის თანამშრომელთა ინტოქსიკაციის გამო ორ ობიექტს ამოწმებენ. სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა საკვებთან ერთად სინჯები სასმელი წყლიდანაც აიღეს. მოწამლული 45 თანამშრომლიდან ნაწილმა კლინიკა უკვე დატოვა.
სამკერვალო ფაბრიკის ადმინისტრაცია თანამშრომლების მოწამვლის ფაქტზე პასუხისმგებლობას საკვების მიმწოდებელ კომპანიას აკისრებს.