''თანამედროვე ელექტრონული სერვისები”

12 ნოემბერი 2016, 00:00 3721 ნახვა

მედიის განვითარების ფონდის პროექტის ფარგლებში საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლებს ტრენინგი ჩაუტარდათ. ორგანიზაციის ექსპერტები მაუწყებლის თანამშრომლებს თანამედროვე ელექტრონული სერვისებისა ახალი მედიის შესაძლებლობების ეფექტური გამოყენების შესახებ ესაუბრნენ. სწავლების ფარგლებში ჩატარდა პრაქტიკული სამუშაოებიც. პროექტი, რომელიც ამერიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, მიზნად რეგიონულ მედიაში საგამოძიებო ჟურნალისტიკის განვითარებისთვის ხელშეწყობას ისახავს. მის ფარგლებში დაგეგმილია კონკურსის გამოცხადებაც.    

ამავე კატეგორიაში