ბაშარ ასადმა პრეზიდენტის სავარძელი შეინარჩუნა

28 მაისი 2021, 15:41 1139 ნახვა

სირიის საპრეზიდენტო არჩევნებში ბაშარ ალ-ასადმა გაიმარჯვა, მან ამომრჩეველთა ხმების 95.1% მიიღო.  ამის შესახებ სირიის პარლამენტის თავმჯდომარემ, ჰამუდა საბამ განაცხადა. მისი თქმით, არჩევნებში ამომრჩევლების აქტივობამ 78% შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ მონაწილეობა 14 მილიონმა მოქალაქემ მიიღო და ბაშარ ალ-ასადი პრეზიდენტად მეოთხე ვადით აირჩია. სირიაში არჩევნები 26 მაისს ჩატარდა. არჩევნებთან დაკავშირებით აშშ-მა, დიდი ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ და იტალიამ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც აცხადებენ, რომ სირიის არჩევნები „არც თავისუფალია და არც სამართლიანი".

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში