დაძაბულობა აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე

28 მაისი 2021, 15:37 962 ნახვა

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ  გასულ ღამით ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის ერთ-ერთ დასახლებულ პუნქტთან აზერბაიჯანის პოზიციებს  სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან ცეცხლი გაუხსნეს.  ინციდენტის შედეგად ერთი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა.  შემთხვევის რაიონში ამჟამად სიტუაციას აზერბაიჯანის არმია აკონტროლებს, სომეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის ნახიჩევანის ზონაში კი ვითარების ესკალაციაზე პასუხისმგებლობა სომხეთს ეკისრება-ნათქვამია უწყების განცხადებაში. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხურ მხარეს პროვოკაციებისგან და ისეთი ნაბიჯებისაგან, რამაც შესაძლოა სიტუაცია გააუარესოს, თავშეკავებისკენ მოუწოდებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი