სირიაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. კენჭისყრაში მოქმედ ლიდერთან ერთად ორი კანდიდატი მონაწილეობს: მინისტრის ყოფილი მოადგილე და ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერი. ოპოზიცია და დასავლური ქვეყნები მიიჩნევენ, რომ ეს არჩევნები უბრალოდ ფორმალობაა, რათა ბაშარ ალ-ასადმა ძალაუფლება კიდევ ერთი ვადით შეინარჩუნოს. არჩევნებთან დაკავშირებით ამერიკამ, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ და იტალიამ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, ამბობენ, რომ სირიის არჩევნები "არც თავისუფალი და არც სამართლიანია".