ნათია კაპანაძის სასამართლო

25 მაისი 2021, 14:35 1095 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ყოფილი დირექტორის  ნათია კაპანაძის საქმეზე სარჩელის წარგენიდან 2 წლის შემდეგ პირველი სხდომა გაიმართა. მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ მოსარჩელე მხარის მიერ დაყენებული 12 -დან 11 შუამდგომლობა დააკამყოფილა, 1-ს კი მოსამართლე საქმის წარმოების პროცესში მიზანშეწონონილობიდან გამომდინარე  განიხილავს.  

მოსარჩელე მხარე მოწმის სახით მრჩეველთა საბჭოს მაშინდელი თავმჯდომარის ნატა იმედაიშვილის, მრჩეველ ბეჟან გობაძისა და საკადრო ბაზის განვითარების სამსახურის ყოფილი უფროსის დაბარებას ითხოვდა.

ასევე მტკიცებულებების დართვის მიზნით მაუწყებლის 2018, 2020, 2021 წლების ანგარიშებს;  2016, 2017 წლის შიდა და გარე აუდიტის დასკვნებსა და  ამავე პერიოდის ვისიჯის კვლევებს მაყურებელთა გამოკითხვაზე და 2016- 2018 წლების მედია მონიტორინგების შეფასებებს. მოპასუხე მხარემ კი არ მიიჩნია მიზანშეონილად  მოსარჩე მხარის მიერ დაყენებული შეუამდგომლობებეს დაკმაყოფილება. მათ შორის მაუწყებლის მრჩველთა დაბჭოს ყოფილი თავმჯდომარის, ნატა იმედაიშვილისა და დაბჭოს წევრის ბეჟან გობაძის სასამართლოში დაბარებასა და მოწმის სახით დაკითხვა.

მაუყებლის მრჩეველთა საბჭოს იურისტი მიიჩნევს, რომ მათ წერილობით  უკვე აქვთ განმარტებული იმპიჩმენტზე მიღებული გადაწვეტილება. ნათია კაპანაძის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცის იცავს,  სწორედ მათი მოთხოვნის საფუძველზე გადადო მოსასამრთლე ნუკრი ბეჟანიძემ პროცესი.  ნათია კაპანაძის გადაყენებას 2019 წლის 19 აპრილს მხარი მრჩეველთა საბჭოს 4-მა წევრმა დაუჭირა.

მანამდე მას წინ უძღოდა ოპერატორების გაფიცვა, მაუწყებლის 100-ზე მეტი თანამშრომლის განცხადება, რომლებიც ორგანიზაციაში არსებულ პრობლემებზე საუბრობდნენ და ამბობდნენ, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა ყველა თანამშრომლის და არამხოლოდ ნათია კაპანაძის მონაპოვარი იყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

ამინდი