შტაინმაიერი - კვირიკაშვილის სატელეფონო საუბარი

12 ნოემბერი 2016, 00:00 3929 ნახვა

საქართველოს პრემიერსა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის გუშინ სატელეფონო საუბარი შედგა.  გიორგი კვირიკაშვილს   ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა  გერმანელი ხალხის სახელით, მადლობა გადაუხადა ავღანეთში, გერმანიის გენერალურ საკონსულოზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის მოგერიების დროს ქართველი სამხედროების მიერ გამოჩენილი სიმამაცის გამო.  თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ასეთი ფაქტები კიდევ უფრო ამყარებს ორ ქვეყანას შორის არსებულ მტკიცე კავშირს. დიპლომატური უწყების ხელმძღვანელმა  საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მის პოლიტიკურ გუნდს საპარლამენტო არჩვენებში გამარჯვება მიულოცა,  მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა და გერმანიის მთავრობის სახელით, საქართველოს მთავრობას, სრული პოლიტიკური მხარდაჭერა აღუთქვა. საუბარი შეეხო ასევე, ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დროულად ამოქმედების მნიშვნელობას. გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის თქმით, იგი არ დაიშურებს ძალისხმევას, რათა ეს საკითხი დროულად გადაწყდეს. სატელეფონო საუბრის დროს, მხარეებმა რეგიონში არსებული ვითარება  და საქართველო-გერმანიას შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

ამავე კატეგორიაში