ტრაგედია მარათონზე

23 მაისი 2021, 15:00 1690 ნახვა

ულტრამარათონის მიმდინარეობისას 21 ადამიანი გარდაიცვალა, 172 -მეტ ადამიანს კი ამ დრომდე ეძებენ. შემთხვევა ჩინეთში, განსუს პროვინციაში     100-კილომეტრიანი გარბენის დროს მოხდა. მონაწილეების ინფორმაციით, ტემპერატურა მკვეთრად დაეცა, დაიწყო ძლიერი ქარი, სეტყვა და ყინულის წვიმა.

წინასწარი ინფორმაციით, მონაწილეთა გარდაცვალება ფიზიკურმა დისკომფორტმა და ტემპერატურის მკვეთრმა დაცემამ გამოიწვია. სამაშველო ოპერაციებში 700 მაშველი მონაწილეობს, რომელთაც 151 მონაწილის ევაკუაცია უკვე მოახდინეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში