დმანისში კონფლიქტის უფრო დიდ მასშტაბში გადაზრდის მცდელობა გარედან, რაღაც ძალის მიერ იყო ინსპირირებული - ანდრია ჯაღმაიძე

19 მაისი 2021, 14:46 1108 ნახვა

რაც ჩვენ დმანისში ვიხილეთ, ცხადი გახდა, რომ კონფლიქტის უფრო დიდ მასშტაბებში გადაზრდის მცდელობა რაღაც ძალის მიერ, გარედან იყო ინსპირირებული, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანდრია ჯაღმაიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ძალიან აზიანებს გარემოს ეკლესიისადმი ცილისმწამებლური, მტრული დამოკიდებულება.

„გუშინ მრავალი შეკითხვა ისმოდა დმანისში განვითარებულ მოვლენებში საპატრიარქოს მონაწილეობასთან დაკავშირებით და ამიტომ გვინდოდა, მოგცემოდათ საშუალება საუბრის. იმ დღეს მშვიდობისკენ გადაიდგა ნაბიჯი, ჩვენთვის ეს არის სასიხარულო, მნიშვნელოვანი ამბავი და დღეს ვაცნობიერებთ, რომ ამ ნაბიჯს სჭირდება გამყარება, წახალისება, რომ საბოლოოდ მოხდეს აღმოფხვრა ყველა იმ საფუძვლებისა, რომელზეც შესაძლოა, მომხდარიყო მსგავსი უსიამოვნება.

აზერბაიჯანულ მოსახლეობას, ჩვენს თანამოქალაქეებს, ვიცნობთ როგორც საქართველოს მოყვარულებს, მშრომელ, პატიოსან ადამიანებს და ჩვენი დამოკიდებულება მათდამი არის ანალოგიური. ყველას გვახსოვს, რომ მშვიდობა ჩვენს ერთ ოჯახში ყველასთვის მნიშვნელოვანია. ამიტომ ყოველი დაყოფა ეთნიკური ნიშნით არის ძალიან საშიში. ჩვენ ვნახეთ მცდელობა, სამწუხარო ყოფითი მოვლენის გადატანის მცდელობა იყო ფართო დაპირისპირებაში, რომელსაც შეიძლება მოჰყოლოდა დიდი უსიამოვნება. ღვთის წყალობით, ამდენი ხალხის ჩარევით, სახელწიფოს მეცადინეობით, მშვიდობიანად მოხდა ამ პრობლემის გადაწყვეტა.

სამწუხაროა, რომ ძალიან არასწორ კონტექტსში იყო ნახსენები სიტყვა ეკომიგრანტები, მოსახლეობის ნაწილის მიმართ ამან გამოიწვია მათი უკმაყოფილება. საღამოს ეთერშიც ტელევიზიები მხოლოდ ამ ტერმინს ხმარობდნენ, ეს იყო საკვირველი, როცა ამ ხალხის გაღიზიანებას იწვევდა, ასე გრძელდებოდა მათ ამ კონტექტსში მოხსენიება. საჭირო არის უფრო მეტი დაფიქრებულობა, რომ არ გავაღვივოთ კონფლიქტი, არამედ ხელი შევუწყოთ მშვიდობიან თანაცხოვრებას"- განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი