4 წლის დამიანე ნაცვლიშვილი, რომელიც ''ბურტიკის ლიმფომის" მძიმე ფორმას ებრძვის ჩვენი დახმარება სჭირდება. ის ახლა გერმანიაში მკურნალობს და სოლიდურ თანხას საჭიროებს. მედიკოსების განცხადებით დაავადება სწრაფად პროგრესირებს, ამიტომ მნიშვნელოვანია თანხის დროულად შეგროვება.
მხოლოდ ექიმებისა და ჩვენი ფინანსური მხარდაჭერის შემთხვევაში შეძლებს დამიანე განკურნებას. სურვილის შემთხვევაში თანხა შეგიძლიათ ფოტოზე მითითებულ ანგარიშებზე დარიცხოთ ან დარეკოთ მითითებულ ნომერზე, რომლებსაც ახლა ჩვენს ეკრანზე ხედავთ.
თითოეული ლარი დამიანეს ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად მნიშვნელოვანია, შესაბამისად საზოგადოების ერთიანობას დიდი ძალა აქვს.