დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა მომზადების საერთაშორისო კურსი დასრულდა

16 მაისი 2021, 12:05 1611 ნახვა

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში დამკვირვებელ - მაკონტროლებელთა მომზადების საერთაშორისო კურსი დასრულდა. მონაწილეებს კურსის წარმატებით დასრულება თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებმა მიულოცეს. 

კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართა საქართველოში ლიეტუვას რესპუბლიკის ელჩმაც და მსმენელებს სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. დამკვირვებელ - მაკონტროლებელთა მომზადების საერთაშორისო კურსი ხუთი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავდა.

სწავლებას ქართველი და ლიეტუველი ინსტრუქტორები ხელმძღვანელობდნენ და მასში ქართველ სამხედროებთან ერთად, ამერიკელი, ლიეტუველი და უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობდნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში