ფოთში, საგანგებო სიტუაციებისა და კოორდინაციის გადაუდებელი ცენტრის მორიგე ექთანი კორონავირუსით გარდაიცვალა.
48 წლის ქალი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.
არსებული ინფორმაციით, მას კოვიდი 8 თვის შემდეგ მეორედ დაუდასტურდა.
აჭარის მაუწყებელი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს და პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას დაუკავშირდა, დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.