ბათუმელი მხატვრის ჯონი ჯიჯეიშვილის დასახმარებლად 5000 ლარი შეგროვდა 

12 მაისი 2021, 10:24 1109 ნახვა

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათუმელ მხატვარს საზოგადოების დახმარება სჭირდებოდა. ჯონი ჯიჯეიშვილი სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ სახლში ცხოვრობს. 80 წელს მიღწეული ხელოვანი მძიმე სოციალურ პირობებში იყო, ვერ ახერხებდა კომუნალური ვალდებულებების შესრულებას და ასევე ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემებიც.

​ბათუმელი მხატვრის დასახმარებლად სოციალური კამპანია დაიწყო. დღეს კი ირაკლი ძნელაძემ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ 5 000 ლარზე მეტი შეგროვდა, დაიფარა კომუნალური დავალიანებები, თავად ხელოვანი კი ორი კვირის განმავლობაში სასტუმროში იცხოვრებს. 

''მინდა თითოეულ თქვენგანს დიდი მადლობა გადავუხადო.

ჯონი ჯიჯიეშვილისთვის, 230 ადამიანზე მეტმა, 5130 ლარი ჩარიცხა. ამ თანხით გადავუხადეთ შუქის დავალიანება, უმზადდება ახალი კბილები:)

დღეიდან 2 კვირის განმავლობაში ჯონი იცხოვრებს სასტუმრო The Admiral Hotel _ში. განსაკუთრებული მადლობა მათ, ამ თანადგომისთვის და მზრუნველობისთვის

სანამ ჯონი სასტუმროში იქნება შეგროვებული თანხით გამაგრდება და მოეწყობა მისი სახლი, აბაზანით, თბილი წყლით...(ყველაფერს დეტალურად მოგახსენებთ)

ასევე ბათუმის მუსიკალურ ცენტრში დაიგეგმა ჯონის საღამო, რომელიც ამ თვის ბოლოსთვის ჩატარდება და ზუსტ თარიღსაც დავწერთ'' - წერს ირაკლი ძნელაძე. 

ჯონი ჯიჯეიშვილის შესახებ მომზადებული რეპორტაჟი იხილეთ ლინკზე: https://ajaratv.ge/article/76142

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი