მილსადენზე კიბერშეტევის გამო აშშ-ის მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

10 მაისი 2021, 11:49 955 ნახვა

აშშ-ის მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა მას შემდეგ, რაც ქვეყანაში საწვავის უდიდეს მილსადენზე კიბერშეტევა განხორციელდა. მილსადენი დღეში 2.5 მილიონ ბარელ საწვავს ატარებს, რაც აღმოსავლეთ სანაპიროზე მიწოდებული დიზელის, ბენზინისა და რეაქტიული საწვავის 45%-ია. რამდენიმე წყარომ დაადასტურა, რომ გამოსასყიდის მოთხოვნის მიზნით განხორციელებული კიბერშეტევის უკან კიბერ-კრიმინალური დაჯგუფება დარქ საიდი დგას, რომელმაც მილსადენის ქსელში შეაღწია და თითქმის 100 გბ მონაცემები „მძევლად აიყვანა.” თუმცა, ჯერჯერობით ოფიციალური ინფორმაცია არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ რომელმა ჯგუფმა განახორციელა თავდასხმა. მიტაცების შემდეგ, ჰაკერებმა ზოგიერთ კომპიუტერსა და სერვერზე მონაცემები ჩაკეტეს და გამოსასყიდი მოითხოვეს. მისი გადაუხდელობის შემთხვევაში კი ჰაკერები მონაცემების ინტერნეტით გაჟონვით იმუქრებიან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი