თამარ გაბუნიას განცხადებით, "სინოფარმზე" აქტივობა არის მაღალი და სამინისტრო გეგმავს ვაქცინაციის ცენტრების დამატებას.
მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ აქამდე რაც ვაქცინაციის ცენტრები გამოიყო, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში მთლიანად შევსებულია.
"კვირის ბოლომდე კიდევ დაემატება ვაქცინაციის ცენტრები და ხელს შევუწყობთ დასახელებულ სერვისებში დასაქმებულ მოქალაქეებს, რომ მათ პრიორიტეტულად ჩაიტარონ ვაქცინაცია. ესენია: პოლიცია, პედაგოგები, ტურიზმის სექტორსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში დასაქმებული პირები"-განაცხადა თამარ გაბუნიამ.
თამარ გაბუნიას განმარტებით, ჟურნალისტებს ვაქცინის გასაკეთებლად დღესვე შეუძლიათ დარეგისტრირდნენ.
„ჟურნალისტებს, ვაქცინის გასაკეთებლად, დღესვე შეუძლიათ დარეგისტრირდნენ. თუ დაგჭირდებათ დამატებით ხელშეწყობა, იმისთვის, რომ მეტად ორგანიზებული იყოს ჟურნალისტების რეგისტრაცია, ბუნებრივია, ჩვენ შეგვიძლია ამაში ხელი შეგიწყოთ, როგორც ამას მაგალითად, პედაგოგებისთვის ვაკეთებთ. უბრალოდ, უნდა ვიცოდეთ თქვენი ინტერესი და სად გჭირდებათ დახმარება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ გუშინ პირველი დღე იყო და 800-მდე ადამიანს ჩაუტარდა ვაქცინაცია და 18 000 ჯავშანია. მისივე განმარტებით, ქვეყანაში 50 000 ადამიანისთვის საკმარისი დოზაა ამ ეტაპზე.