საფრანგეთში ტერორისტული დანაშაულებრივი გაერთიანების საქმიანობაში მონაწილეობისა და ტერორიზმის დაფინანსებაში ეჭვმიტანილი 7 პირი დააკავეს. ანტიტერორისტული ოპერაციის დროს დაკავებულებიდან ექვსი რუსი, ერთი კი ქართველია. ყველა მათგანი ჩეჩნებთანაა დაკავშირებული. დაკავებულები ერაყსა და სირიაში, სავარაუდოდ, ტერორისტული საქმიანობის დაფინანსების მიზნით, თანხების გადაგზავნაში არიან ეჭვმიტანილები. დაკავებები ქალაქ სტრასბურგსა და ლეონთან ახლოს განხორციელდა.