საფრანგეთში ანტიტერორისტული გამოძიების ფარგლებში სტრასბურგსა და ლიონის მახლობლად ჩეჩნური და ქართული წარმოშობის 7 მამაკაცი დააკავეს. დაკავებულები ტერორისტულ საქმიანობაში არიან ეჭვმიტანილები.
სტრასბურგში დაკავებული 6 ეჭვმიტანილიდან 4 ჩეჩნური სათვისტომოს წარმომადგენელი, ორი კი ქართული წარმოშობისაა.
კიდევ ერთი ეჭვმიტანილი ლიონის მახლობლად აიყვანეს. დაკავებულები 28-დან 48-მდე ასაკის არიან. 7-ვე დაკავებული ეჭვმიტანილია სირიაში ტერორისტულ საქმიანობასა და საფრანგეთის ტერიტორიიდან ამ ქვეყანაში ტერორიზმის დაფინანსებაში.