''მოღალატეებო'' - 20 ივნისს დაზარალებულები და სამოქალაქო აქტივისტები ამნისტიის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს აპროტესტებენ 

27 აპრილი 2021, 11:30 912 ნახვა

20 ივნისს დაზარალებულები და სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც ამნისტიის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს აპროტესტებენ, პარლამენტთან აქციას მართავენ. 

საკანონმდებლო ორგანოსთან ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირებაა. 

ამ წუთებში პარლამენტში ოპოზიციონერი დეპუტატები შედიან. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ დაუშვებელია ამნისტია შეეხოს ჯალათებს და იმ სამართალდამცველებს, რომლებიც აქციის მონაწილეებს დამიზნებით ესროდნენ. 

''ოპოზიციამ მხარი არ უნდა დაუჭიროს ამინისტიის კანონს, სასჯელის გარეშე არ უნდა დარჩნენ ის ადამიანები, რომლებიც 20 ივნისი ღამეს დანაშაულს ჩადიოდნენ'' - აცხადებს აქტივისტი. 

ადგილზე მობილიზებულია ათობით პოლიციელი.

დღეს, პარლამენტში შარლ მიშელის ეგიდით შედგენილი დოკუმენტის ხელმომწერი დეპუტატები პირველად მიდიან. 

"არც ერთ შემთხვევაში არანაირ ამნისტიის კანონს არ დავუჭერ მხარს, რომელიც შეიძლება შეიცავდეს ოდნავ მაინც რისკს, რომ შესაძლო დამნაშავეებმა თავი აარიდონ პასუხისმგებლობას" - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ

სალომე სამადაშვილის განცხადებით, დღეს იწყებენ ევროკავშირის შეთანხმების განხორციელებას. ისინი დარეგისტრირდებიან პარლამენტში, რის შედეგადაც პატიმრობიდან გათავისუფლდება გიორგი რურუა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი