„გადავარჩინოთ რიონის ხეობა“-ნამოხვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მორიგი აქცია გაიმართა ბათუმში. აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ ხეობის მცველებს.
საუბრობენ რისკებსა და საფრთხეებზე, რაც შესაძლოა პროექტის განხორციელებას მოჰყვეს და ხელისუფლებას სთხოვენ გაუქმდეს ნამოხვანჰესის კასკადის მშენებლობაზე გაცემული ნებართვა. ნამოხვანჰესის წინააღმდეგ პროტესტი 181-ე დღეა მიმდინარეობს.