საქართველოსა და რუმინეთის სამოქმედო გეგმის ხელმოწერა

24 აპრილი 2021, 12:20 810 ნახვა

2021-2022  წლების სამოქმედო გეგმას საქართველოსა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოაწერეს ხელი.

შეხვედრა რომელიც ქალაქ  ბუქარესტში  გაიმართა მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საქართველო-რუმინეთის ახლო მეგობრობას და მჭიდრო პარტნიორობას  შავი ზღვის რეგიონში, ისევე როგორც რუმინეთის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების და ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონის უსაფრთხოების გარემოს. მინისტრებმა მიმოიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი