აჭარაში კორონავირუსის 98 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 2 პაციენტი

23 აპრილი 2021, 11:13 1037 ნახვა

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 98 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში რეგიონში გამოჯანმრთელდა კიდევ 95 პაციენტი, გარდაიცვალა 2.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კლინიკა დატოვა კიდევ 27-მა. კრიტიკულია 5 პაციენტის მდგომარეობა.

ამ ეტაპზე კლინიკაში მკურნალობს - 343 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში -267, ონლაინ კლინიკაში - 639.

რეგიონის მასშტაბით სულ 3025 პირია ვაქცინირებული, აქედან "ფაიზერით" 1830, "ასტრაზენეკათი" 1195.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი