ევროპარლამენტარების განცხადება

22 აპრილი 2021, 12:13 673 ნახვა

საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს  ევროპარლამენტარები კიდევ ერთი  განცხადებით ეხმაურებიან და  მიესალმებიან პარტიებს შორის  მიღწეულ შეთანხმებას. სვენ მიქსერი, მარინა კალიურნიდი და ვიოლა ფონ კრამონი ერთობლივ განცხადებაში მიუთითებენ, რომ შეთანხმების დოკუმენტი  სრულყოფილად ეხება პოლიტიზებული სამართლიანობის საკითხებს, საარჩევნო ჩარჩოს გაუმჯობესებას და სასამართლო რეფორმას.  ევროპელ კანონმდებლებს  მიაჩნიათ, რომ შარლ მიშელის  მიერ განახლებული ტექსტი პოლიტიკურად გაწონასწორებულია და  ახალ სტიმულს აძლევს დემოკრატიის კონსოლიდაციას და კანონის უზენაესობას, რითაც საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს შეესაბამება. ევროპარლამენტარები დარჩენილ ოპოზიციურ პარტიებსა დ პარლამენტის ცალკეულ წევრებს მოუწოდებენ გამოავლინონ სიმამაცე და შეურთდნენ ხელმომწერ  პოლიტიკოსებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში