გუშინდელი შეთანხმება არის ნაბიჯი ძლიერი დემოკრატიისკენ - ამერიკელი სენატორები

21 აპრილი 2021, 10:36 663 ნახვა

ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს დემოკრატიას და მოხარულები ვართ, რომ ექვსი თვის შემდეგ საქართველომ, პოლიტიკური ჩიხის მოსაგვარებლად, შეთანხმებას მიაღწია, - ამის შესახებ ამერიკელი სენატორების, ჯინ შაჰინისა და რონ ჯონსონის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

სენატორების განცხადებით, ისინი მზად არიან დაეხმარონ საქართველოს მთვრობას ააშენონ ქვეყანა, რომელიც ემსახურება მისი მოქალაქეების საჭიროებებს.

"გუშინდელი შეთანხმება არის ნაბიჯი ძლიერი და სრულად მოქმედი დემოკრატიისკენ. ახლა ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, რომ ქვეყნის სასარგებლოდ გაერთიანდნენ, რათა სრულად განახორციელონ შეთანხმება, რომელიც მოიცავს საარჩევნო და სასამართლო რეფორმებს სამომავლო პოლიტიკური ჩიხის თავიდან ასაცილებლად"- ნათქვამია სენატორების განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი