როგოც კი ნიკა მელია საპატიმროს დატოვებს ''ნაციონალური მოძრაობა'' შეთანხმებას შეუერთდება - მირდატ ქამადაძე 

20 აპრილი 2021, 14:21 827 ნახვა

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრი, მირდატ ქამადაძე აცხადებს, რომ ბოიკოტის რეჟიმი სავარაუდოდ დიდხანს აღარ გაგრძელდება. ბათუმის საკრებულოს დეპუტატი ამბობს, რომ როგოც კი პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია საპატიმროს დატოვებს ''ნაციონალური მოძრაობა'' შეთანხმებას შეუერთდება და შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს ხელს მოაწერს.

მირდატ ქამადაძე ამბობს, რომ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც გუშინ ხელმოწერა არ დაფიქსირდა მელიას ფაქტორი იყო. 

,,შეთანხმება არის მნიშვნელოვანი, მით უმეტეს, ამ პირობით. გუშინ ''ნაციონალური მოძრაობის'' მხრიდან ხელის არ მოწერა განპირობებული იყო ერთადერთი მიზეზით, ეს იყო ნიკა მელიას პატიმრობა. თუ მხარეები თანაბრად და ღირსეულად ველაპარაკებით ერთმანეთს, თანაბარი პირობებით უდნა ვიყოთ წარმოდგენილი.  ჩვენ მიგვაჩნდა, რომ მელია უნდა წარმოადგენდეს ამ შეთანხმებაში პარტიას და მხოლოდ ეს იყო მიზეზი. შეთანხმების მნიშვნელობა გააზრებულია და მას, რომ ალტერნატივა არ აქვს ვიცით'' - აცხადებს მირდატ ქამადაძე. 

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრი სალომე სამადაშვილის გადაწყვეტილებასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ თანაგუნდელის პოზიცია გაცხადებული იყო და ეს სიურპრიზი არ ყოფილა. მირდატ ქამადაძის თქმით, ის რაც სოციალურ ქსელში სალომეს მისამართით ხდება მიუღებელია. 

გუშინ 19 აპრილს, ოპოზიციის ნაწილმა და „ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის მედიაციით შექმნილ დოკუმენტს ხელი მოაწერეს. ჯერჯერობით, შეთანხმებაზე ხელი არ მოუწერია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა” და “ევროპულ საქართველოს”.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი