„გირჩის“ წევრები დღეს პარლამენტში მისვლას გეგმავენ

19 აპრილი 2021, 10:22 759 ნახვა

პარტია „გირჩის“ წევრები დღეს პარლამენტში მივლენ.

როგორც "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი ამბობს, ისინი ამ ეტაპზე პარლამენტში მისვლას და კულუარული საპარლამენტო საქმიანობის დაწყებას აპირებენ იმ გეგმების განსახორციელებლად რომელიც პარტიას აქვს.

"კულუარული საპარლამენტო საქმიანობა უნდა ვაწარმოოთ, რომ დავიჯეროთ მართლა გადაწყვეტადია ის საკითხები ქვეყანაში თუ არა? თუ დავრწმუნდებით, რომ გადაწყვეტადია "ქართული ოცნების'' უმრავლესობაში ყოფნის შემთხვევაში,  შევალთ პარლამენტში სრულფასოვნად. მივიღებთ მონაწილეობას სესიაშიც, ვიდრე ეს არ გაგვირკვევია, მანამდე მივდივართ პარლამენტის დერეფანში"-განაცხდა მეგრელიშვილმა.

"გირჩის" წევრები პარლამენტში მისვალს 13:00 საათზე აპირებენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი