პროტესტის 175-ე დღეს, რიონის ხეობის მცველებმა გუმათჰესთან ახალი კარვები გაშალეს.
ნამახვანში ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეების მოთხოვნები ამ დრომდე უცვლელია, ისინი ნამახვანის მიმართულებით სავალი გზის გახსნას და ჰესის მშენებლობის არეალში პროტესტის გაგრძელებას ითხოვენ. რიონის ხეობის მცველებს მხარდაჭერას ბათუმშიც უცხადებენ.