ოპოზიციის და ხელისუფლების შეხვედრა, რომელიც 14 საათზე ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში იყო ჩანიშნული 17 საათამდე გადადო. შეხვედრას საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ბის ელჩები დაესწრებიან.
განხილვის საგანი კრისტიან დანიელსონის მიერ ბოლო ვიზიტის დროს წარმოდგენილი დოკუმენტია, რომელსაც ქართულმა ოცნებამ ხელი უკვე მოაწერა.