"გირჩი" ორშაბათს პარლამენტში მისვლას გეგმავს

16 აპრილი 2021, 14:19 842 ნახვა

ორშაბათიდან პარლამენტის შენობაში ვიქნებით - ვახტანგ მეგრელიშვილი

"გირჩი" პარლამენტში მიდის და პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას საკანონმდებლო ორგანოში აპირებს. ამის შესახებ "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

"მივდივართ პარლამენტის შენობაში, ეს არ არის შესვლა, ეს არის მისვლა იმ გეგმების განსახორციელებლად, რომელიც ჩვენ გამოვაქვეყნეთ.

კულუარული საპარლამენტო საქმიანობა უნდა ვაწარმოოთ, რომ დავიჯეროთ მართლა გადაწყვეტადია ის საკითხები ქვეყანაში თუ არა? თუ დავრწმუნდებით, რომ გადაწყვეტადია "ქართული ოცნების'' უმრავლესობაში ყოფნის შემთხვევაში,  შევალთ პარლამენტში სრულფასოვნად. მივიღებთ მონაწილეობას სესიაშიც, ვიდრე ეს არ გაგვირკვევია, მანამდე მივდივართ პარლამენტის დერეფანში"-განაცხდა მეგრელიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი